[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
![[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი](/wp-content/uploads/2025/11/1-kiteishvili-tAfHSy.jpg)
ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" "ზალცბურგს" უმასპინძლა და ფრეს (1:1) დასჯერდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გრაცელებმა ანგარიში კიტეიშვილის საგოლე პასით გახსნეს.
თუმცა ეს არ ყოფილა შედეგიანი გადაცემა კლასიკური გაგებით - "კიტე" თავად ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთი მის თანაგუნდელ ლეონ გრგიჩს მოხვდა და კარში შევარდა.
ასე იყო თუ ისე, ეს კიტეიშვილის მე-2 შედეგიანი გადაცემაა მიმდინარე სეზონში. მისსავე აქტივშია 6 გოლიც. შეცვალეს 82-ე წუთზე. თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 7,9.
"პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.