საქართველოს სუპერთასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში თბილისის “იბერიამ” ვახო ბედოშვილის გოლით დაამარცხა თბილისის “დინამო” და ფინალში გავიდა, დამარცხებული კი III ადგილისთვის ითამაშებს.
მატჩი მაღალ ტემპში, “დინამოს” იერიშებით დაიწყო და მასპინძელთა გოლს თითქოს არაფერი მოასწავებდა. სწორედ ამ დროს გაიტანეს ანდრეი დემჩენკოს შეგირდებმა – ზოურის პასის შემდეგ ბედოშვილმა ლორიას ახლო კუთხეში გაუტანა.
თამაშის ტემპი არ დაცემულა. ორივე გუნდი შეტევაზე ფიქრობდა და მომენტებიც ხშირად იქმნებოდა. “დინამოს” ახალშვეულ ტეიშერას რეალური მომენტები ჰქონდა, მაგრამ ეტყობა, რომ ჯერ ადაპტაციის პროცესი არ დაუსრულუბია.
“დინამო” მეორე ტაიმშიც უტევდა, ნინუამ ხარიხასაც მოარტყა ბურთი, მომენტები ჰქონდა “იბერიასაც”, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. მისასალმებელია ასეთი შემტევი ფეხბურთი ორივე გუნდის მხრიდან, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი რომ გავიდა, არ ნიშნავს, თითქოს დაცვაში პრობლემები არ იყო. იყო და საკმაოდ სერიოზულიც…
იბერია – დინამო (თბ) 1:0
1:0 ბედოშვილი (12, ზოჰურის პასით)
იბერია: მაკარიძე, ზოჰური, ბოჭორიშვილი, ამისულაშვილი, დადიანი, ქარდავა, კუცია (ქობულაძე 78), ნაჭყებია (ხაჩიძე 85), ბართიშვილი (ბიძინაშვილი 78), ბედოშვილი, ძაგანია (ღუდუშაური 60)
დინამო: ლორია, კალანდაძე, კურდიჩი, ლეონარდო სანტუსი, ნინუა, ოსეი, ონომა (ქვარცხავა 46), ციკოლია (სირაძე 60), ხარაიშვილი, ტეიშეირა (მონტეირუ 83), ვაწაძე (კაკაშვილი 83)
არბიტრი: ცოტნე სამსონაშვილი