27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება.
გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის დილა და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები - ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი.
ნახევარფინალურ ეტაპზე იბერია 1999 დინამო თბილისს, ხოლო გორის დილა ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
იბერია 1999 - დინამო თბილისი | მიხეილ მესხი | 19:00
არბიტრი - ცოტნე სამსონაშვილი
პირველი ასისტენტი - ზვიად ბლიაძე
მეორე ასისტენტი - გიორგი გოგოხია
მეოთხე მსაჯი - ირაკლი კვირიკაშვილი
ვიდეო მსაჯი - გიორგი ავაზაშვილი
ვიდეო მსაჯის ასისტენტი - დავით ახვლედიანი
დილა - ტორპედო | თენგიზ ბურჯანაძე | 21:00
არბიტრი - ალეკო აფციაური
პირველი ასისტენტი - დავით ჩიგოგიძე
მეორე ასისტენტი - ბორის ჟვანია
მეოთხე მსაჯი - ჯენერი ხორავა
ვიდეო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი
ვიდეო მსაჯის ასისტენტი - გურამ მაჩიტიძე
GFF.GE
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.