არქივი11 აპრილი, 2026, 02:50
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
ლა ლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში „რეალისა“ და „ჟირონას“ მატჩი 1:1 დასრულდა.
„რეალმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება - 1 ფრე და 2 წაგება.
„რეალი“ 70 ქულით მეორე ადგილზეა და თუ დღეს „ბარსელონამ“ სახლში „ესპანიოლს“ მოუგო, 9 ქულით გაასწრებს.
„სამეფო გუნდი“ 15 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, მიუნხენში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.
- მასპინძელთა ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ წელს უკვე 10 გოლი გაიტანა.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ჟირონა 1:1
გოლები: 1:0 ვალვერდე (51), 1:1 ლემარი (62)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.