ერედივიზიონის მეშვიდე ტურში „აიაქსისა“ და „ექსელსიორის“ მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძლები ბრანდტმა დააწინაურა, ჰარტესმა კი ანგარიში გაათანაბრა. 62-ე წუთზე იეგოიანმა შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ განივი გადაცემა გააკეთა და სლიტიმ ტერ შტეგენის კარი დალაშქრა. თუმცა, აროკოდარემ მალე თანაფარდობა აღადგინა. აქედან მოყოლებული ამსტერდამელები შეტევებზე გადავიდნენ, ირაკლიმ ჯერ მეტოქესთან შეხლა-შემოხლისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო კომპენსირებულ დროში მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, ბასმა ფეხი სახეში ამოარტყა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
იეგოიანმა მიმდინარე ჩემპიონატზე 2 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა და ტურნირის საუკეთესო ასისტენტია. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Whoscored 7.2, Sofascore 7.0, Flashscore 6.9.
„ექსელსიორი“ ამ მომენტისთვის 11 ქულით მე-6 ადგილზეა და 11 ოქტომბერს „გრონინგენს“ უმასპინძლებს.
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
აიაქსი – ექსელსიორი 2:2
გოლები: 1:0 ბრანდტი (32), 1:1 ჰარტესი (45+1), 1:2 სლიტი (62), 2:2 აროკოდარე (64)