“დილამ” ერთი ტაიმი იკმარა მეტოქესთან, რომელმაც კარგად დაიწყო თამაში, ანგარიშიც გახსნა და მალევე მეორე გოლის გატანაც შეეძლო. ასე რომ მომხდარიყო, არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მატჩის სიუჟეტი.
გორელებმა პირველივე ტაიმში მიაღწიეს ისეთ უპირატესობას, რამაც “სპაერს” ფარ-ხმალი დააყრევინა. “დილა” მე-5 ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან ბათუმის “დინამოს”.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “დილა” თამაშს და შედეგებს აუმჯობესებს, უნდა ველოდოთ, რომ მე-4 წრეში დიამანტის ვავალისის შეგირდები გადამწყვეტ იერიშს მიიტანენ ჩემპიონის ტიტულზე.
სპაერი-დილა 1:4
1:0 ცალუღელაშვილი (11, ცირდავას პასით), 1:1 შეყილაძე (22, მენთეშაშვილის პასით), 1:2 კანტე (31, შეყილაძის პასით), 1:3 მენთეშაშვილი (43, ფარულავას პასით), 1:4 კანტე (45+1)
სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე (ქაჩიბაია 46), გრიგალაშვილი, მატენჯვა, ასკურავა, ცალუღელაშვილი (გოლუბიანი 46), ცირდავა (ბასილაშვილი 80), კოხრეიძე, გეგიაძე (ინჯგია 80), ცეცხლაძე (ჯიბრილი 46)
დილა: კერესელიძე, პუკეტი, ეტოუ, იარბრო, ჯალაღონია, მენთეშაშვილი (ბერუაშვილი 88), ანოფი, დიუფი, ფარულავა (მუსელიანი 77), კანტე (კობახიძე 88), შეყილაძე (გოგობერიშვილი 70)
არბიტრი: ბაქარ ბრეგაძე