საინტერესო და დაძაბული მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. ვფიქრობთ, არცერთი გუნდი არ იმსახურებდა წაგებას. თბილისის “დინამო” ორჯერ იყო მდევრის როლში და ორივე შემთხვევაში გაათანაბრა ანგარიში, თანაც თემურ ქეცბაიას შეგირდები მე-18 წუთიდან კაცნაკლუბები იყვნენ.
ხარისხის ნაკლებობის კომპენსირება ბრძოლით – ეს ქეცბაიას გუნდების ხელწერაა და ეს ვნახეთ თბილისის “დინამოს” შესრულებითაც. თავის მხრივ, ბათუმელებმა მთელ რიგ ეპიზოდებში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ვფიქრობთ, ჭიაბრიშვილს გუნდს აქვს ზრდის პოტენციალი, მით უმეტეს იმ პერიოდიდან, როცა შემადგენლობის გაძლიერებას შეძლებენ…
ამ ქულების მიუხედავად, ცხრილში დიდი ცვლილებები არ შესულა. საამისოდ, ორივე გუნდს მოგება სჭირდებოდა. მოგება კი ადვილად არ მოდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრ შეცდომას უშვებ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ტექნიკურ წუნს ვგულისხმობთ…
მომდევნო მატჩს ბათუმის “დინამო” სტუმრად “გაგრასთან” გამართავს (6 მაისი), თბილისის “დინამო” კი დედაქალაქური დერბი ელოდება “სპაერთან” (7 მაისი).
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 2:2
გოლები: 1:0 მილჩენკო (2, კირკიტაძის პასით), 1:1 კალანდაძე (22, გვასალიას პასით), 2:1 კალანდარიშვილი (45, პენალტით), 2:2 რამუში (47, გ. ხარებაშვილის პასით)
დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, კალანდარიშვილი (87, ქაფიანიძე), ჯაფარიძე, ფუტკარაძე, მილჩენკო, კირკიტაძე (აბუსელიძე 87), მარა, წულუკიძე, გ. კოხრეიძე (62, ხოზრევანიძე)
დინამო (თბ): ლორია, გვასალია, კალანდაძე, უგრეხელიძე, ს. ხარებაშვილი, ნინუა, ოსეი, გ. ხარებაშვილი (90+3, დოლტმურზიევი), რამუში (57, სანტუსი), დონკორი, ვაწაძე (57, ზარია)
არბიტრი: ბ. კუნჭულია
მე-18 წუთზე ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს ბარნს ოსეი (დინამო თბ)