[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
![[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა](/wp-content/uploads/2025/12/goga-bitaze-1765692716-tEtVqD.jpg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შუასასეზონო ტურნირის, NBA Cup-ის ნახევარფინალში "ორლანდო მეჯიქი" "ნიუ იორკ ნიქსთან" 120:132 დამარცხდა.
"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგას მეტოქის ფარისთვის არც ერთხელ შეუტევია და სროლის მცდელობა არ ჰქონია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეილენ ბრანსონი გახდა, "ნიქსის" უკანახაზელმა 39 წუთში 40 ქულა, 4 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.
"ორლანდოდან" ჯეილენ საგსმა 30 წუთში საკუთარ გუნდს 26 ქულა, 2 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში ათამაშებს, სადაც "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 17 დეკემბერს გაიმართება.
ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 19 დეკემბერს "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ გამართავს.
მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა - "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა
"გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
ბითაძის 4 ქულა და 3 მოხსნა - "ორლანდომ" "დეტროიტი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
მამუკელაშვილის 27 წუთი - "ტორონტო" "ნიუ იორკ ნიქსთან" დამარცხდა
ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.