[VIDEO] მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ტორონტოში" - კანადელები "ბოსტონთან" დამარცხდნენ
![[VIDEO] მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ტორონტოში" - კანადელები "ბოსტონთან" დამარცხდნენ](/wp-content/uploads/2025/12/mamukelashvili-sandro-1766296842-NL7ccs.jpg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ტორონტო რაპტორსი" "ბოსტონ სელტიქსთან" 96:112 დამარცხდა.
მასპინძელთაგან სანდრო მამუკელაშვილმა "ტორონტოს" რიგებში მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სანდრომ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა, 5 მოხსნა,1 დაფარება და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. "მამუმ" 9-დან 6 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე პეიტონ პრიჩარდი გახდა, "ბოსტონის" უკანახაზელმა 37 წუთში 33 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.
"ტორონტოდან" სანდროს მხარი ბრენდონ ინგრამმა აუბა, გამოცდილმა კალათბურთელმა 35 წუთში საკუთარ გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა.
ამრიგად, "ტორონტო" 17 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. "რაპტორსი" მორიგ შეხვედრას 22 დეკემბერს "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია, ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა - ქართველების ტური NBA-ში
ხვიჩამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "ფლამენგოს" გაუტანა
მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია, ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა - ქართველების ტური NBA-ში
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "მაიამი ჰიტთან" დასრულდა
ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
მამუკელაშვილის 22 წუთი "ბოსტონთან" - "ტორონტო" "TD Garden-ში" 2 ქულით დამარცხდა
სანდრომ ძირითად ხუთეულში დაიწყო - "ტორონტომ" "ბოსტონი" ბოლო წამებზე დაამარცხა
მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.