ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Variety-მ წლის საუკეთესო სერიალები დაასახელა

Variety-მ წლის საუკეთესო სერიალები დაასახელა

ჟურნალმა Variety წლის 10 საუკეთესო სერიალის რეიტინგი გამოაქვეყნა. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სერიალი მისტიკას, ფენტეზსა და ესკაპიზმს გვთავაზობს, რათა ყოველდღიური რუტინისგან ყურადღება გადაგვატანინოს, სხვები იმაზე საუბრობენ, თუ სად ვიმყოფებით, როგორც კოლექტიური საზოგადოება“, - ასე დაახასიათეს გამოცემის რედაქტორებმა ამ წლის პროექტები.
პირველი ადგილი რეიტინგში Netflix-ის მინისერიალმა „მოზარდობა“ დაიკავა. პროექტი მოგვითხრობს 13 წლის მოზარდის ისტორიას, რომელსაც თანაკლასელის სასტიკი მკვლელობა ედება ბრალად. სერიალი ოთხი ეპიზოდისგან შედგება, თითოეული ერთი კადრით არის გადაღებული.
მეორე ადგილი ერგო სამედიცინო დრამას „პიტის საავადმყოფო“, რომელიც „ოქროს გლობუსზე“ „საუკეთესო დრამატული სერიალის“ კატეგორიაშია წარდგენილი. მესამე ადგილზე გამოცემის რედაქტორებმა სერიალი „სამუდამოდ შენთან“ განათავსეს, რომელიც ბავშვობის მეგობრების პირველი სიყვარულის ისტორიას ეძღვნება.
ათეულში ასევე მოხვდნენ: „სამოთხე“ (Hulu), „ის: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში“ (HBO), „უცხოელი: ჩემი სისხლის სისხლი“ (Starz), „ათასი დარტყმა“ (Hulu), „მოუთვინიერებელი“ (Netflix), „მოოქროვილი საუკუნე“ (HBO), „მერდო: სიკვდილი ჩვენს ოჯახში“ (Hulu).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.