ბრიტანულმა Independent-მა 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა

მაღალ რეინტინგულმა ბრიტანულმა გამოცემამ Independent 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის ქართულ თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
გამოცემის მოგზაური ექსპერტის ლორენ ტეილორის თქმით, ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება.
Independent-ის სამოგზაურო სიაში საქართველო მალიორკას, აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და სხვა პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა.
„EasyJet-მა წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო, აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. ამას დაემატება ახალი ავიარეისები, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება საქართველოს მიმართულებით“.
Independent-ის სტატიაში მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებასთან ერთად აღწერილია თბილისი.
„თბილისი ამაყობს პარკებით, ქვაფენილით მოკირწყლული ისტორიული, ძველი ქალაქის ქუჩებითა და გოგირდის აბანოებით. საქართველოს დედაქალაქის გარეთ უძველესი მონასტრები და საკათედრო ტაძრები, მათ შორის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული გელათის მონასტერი ქუთაისში. როგორც მსხვილი ტურისტული კომპანიის თანადამფუძნებელმა, ტომ ბარბერმა მითხრა, საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა და ის ძალიან პოპულარული გახდება. როგორც ტომი გვეუბნება, ყველა, ვისაც საქართველოში ვაგზავნით, ამბობს, რომ საოცარი ქვეყანაა. ქართველებს უგემრიელესი სამზარეულო და მსოფლიოში უძველესი ღვინის ინდუსტრია აქვთ, რომელიც 8000 წლისაა“, – წერს ბრიტანელი სამოგზაურო ექსპერტი Independent-ის სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა