ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

UNIAN: დანილოვის თქმით, უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებამდე არ იქნება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინაში არჩევნები საომარი სიტუაციის გაუქმებამდე არ იქნება. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ დანილოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც დასრულდება საომარი მდგომარეობა. ამისთვის, ჩვენ გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ და ჩვენ, ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - ციტირებს გამოცემა დანილოვის სიტყვებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.