UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში ნომინაციამ – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა

UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში ნომინაციამ – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა
საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – განხილვის პროცესის პირველი, ტექნიკური შეფასების ეტაპი, წარმატებით გაიარა.
ნომინაციის შინაარსობრივი შეფასების მეორე ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დასრულდება, ხოლო საბოლოო განხილვა გაიმართება UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე 2025 წლის 8-13 დეკემბერს ინდოეთში, ქალაქ დელიში.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.