ქალაქ სამსუნში ,,ქართული კულტურის ასოციაციის” შექმნა მიზნად ისახავს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გამყარებას

„თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნში, „ქართული კულტურის ასოციაციის“ გახსნის ღონისძიებაზე ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნინო ცხვარაძე, რომელიც ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, „ქართული კულტურის ასოციაციის“ დახმარებით ქართულ ენასა და კულტურას ქალაქ სამსუნში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლებიც შეისწავლიან. „თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნში, „ქართული კულტურის ასოციაციის“ გახსნის ღონისძიებაზე ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, მეც ვიმყოფებოდი.
ქალაქ სამსუნში „ქართული კულტურის ასოციაციის“ შექმნა მიზნად ისახავს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კულტურული ურთიერთობებისა და რეგიონში მცხოვრები ქართული ფესვების მქონე თურქეთის მოქალაქეების საქართველოსთან კავშირების გამყარებას. ასოციაციის დახმარებით ქართულ ენასა და კულტურას ამჯერად ქალაქ სამსუნში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლები შეისწავლიან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქალაქ ტრაპიზონსა და უნიეშიც. დელეგაციამ მოინახულა ფაცასა და უნიეში მცხოვრები ეთნიკური ქართველები და გაეცნენ მათ საქმიანობას. ასევე გაიმართა ორმხრივი ოფიციალური შეხვედრები, სადაც თურქეთ-საქართველოს კულტურულ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრეს. ქართული დელეგაციის ვიზიტი, რომელიც გუშინ დასრულდა თურქეთის რესპუბლიკაში, ტრაპიზონის საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა,“ – წერს ნინო ცხვარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება