UFC-ის ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, მილიონ-მილიონ ლარს გადასცემენ

„სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება სჭირდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილზე, ისევე როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
15 სექტემბერს 33 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი გახდა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში. დვალიშვილმა ლას- ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა.
2024 წლის UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი (ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში) ილია თოფურია გახდა. 18 თებერვალს 27 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, მეორე რაუნდში იგი ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.