ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დვალიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილ ერთ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს

დვალიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილ ერთ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა თქვა, რაში დახარჯავს ერთ მილიონ ლარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მას გადასცემს. დვალიშვილმა აღნიშნა, რომ თანხას სრულად ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს და საქართველოში სპორტის განვითარებაში დახარჯავს.
„ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა საქართველოში MMA-ის განვითარებისთვის. მადლობა სახელმწიფოს და მაგ საჩუქარს გამოვიყენებ სრულად, რომ ქველმოქმედებას მოვახმარო MMA-ს და სპორტის განვითარებას საქართველოში, რომ UFC-ის მეტი ქამარი, სხვადასხვა პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, ზოგადად ჭიდაობაში, ჯიუ-ჯიცუში და ა.შ.“ - თქვა დვალიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 30 სექტემბერს თქვა, რომ UFC-ის ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, მილიონ-მილიონ ლარს გადასცემენ.
15 სექტემბერს 33 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი გახდა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში. დვალიშვილმა ლას ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა.
დვალიშვილი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვიდა და ჩემპიონის ქამარი ჩამოიტანა.
2024 წლის თებერვალში UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი (ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში) ილია თოფურია გახდა. 27 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, მეორე რაუნდში იგი ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.