ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

UEFA-მ "ცრვენა ზვეზდა" სტადიონზე გამეფონილი წმინდანის ბანერის გამო დააჯარიმა

Visegrad 24-ის ცნობით, UEFA-მ სერბული "ცრვენა ზვეზდა" ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩამდე ტრიბუნაზე გულშემატკივრის მიერ გამოფენილი წმინდანის მოზაიკის გამო დააჯარიმა.
სერბული გუნდის ფანებმა წარმოადგინეს მოზაიკა, რომელზეც გამოსახულია წმინდა სვიმეონ მირონმდინარე წარწერით: "ჩვენი რწმენა გამარჯვებისკენ მიგიყვანთ".
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოსახულება სპორტული ღონისძიებისთვის შეუფერებლად მიიჩნია. კლუბი 95,500 ევროთი დააჯარიმა, საიდანაც 40,000 ევროს ჯარიმა ბანერისთვის იყო განკუთვნილი.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ კუთხეს, "ცრვენა ზვეზდას" პირველი მატჩი 1:0 ჰქონდა მოგებული, სახლში ძირითად დროში ამავე ანგარიშით წააგო და დამატებით დროში გაშვებული კიდევ ერთი ბურთის შედეგად, შემდეგ ეტაპზე "ლილი" გავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.