ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

U16. საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს

U16. საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს - A დივიზიონს უმასპინძლებს. კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები მიმდინარე წლის 8-16 აგვისტოს თბილისში შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონს გამოავლენს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეორე წელია, A დივიზიონშია და კალათბურთის ფედერაციას სურვილი ჰქონდა, ფინალური ეტაპის მონაწილეებისთვის თბილისში ემასპინძლა. ჩვენმა ფედერაციამ ფიბა-ს აღმასრულებელ კომიტეტთან და მთლიანად, ხელმძღავნელობასთან ამ მიმართულებით დიდი სამუშაო გასწია, რის შემდეგაც, ევროპული კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.
ფიბა-მ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს არაერთი უმაღლესი დონისა
და მასშტაბის საერთაშორისო ტურნირისთვის წარმატებულად უმასპინძლია და ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო: საქართველო ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის A დივიზიონს პირველად უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა A დივიზიონის საგზური 2023 წელს მოიპოვა და ელიტაში ადგილი გასული წლის ზაფხულში, საბერძნეთში გამართულ ფინალურ ეტაპზე შეინარჩუნა.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.