ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევრობასკეტის მონაწილე ნაკრებების რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზეა

ევრობასკეტის მონაწილე ნაკრებების რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზეა

ფიბა-მ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ნაკრებების ტრადიციული არაოფიციალური რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 24 მონაწილეს შორის მე-16 ადგილზეა.
„კარგი ამბავი ისაა, რომ თორნიკე შენგელია თავის თანაგუნდელებს იტალიური კალათბურთის შესახებ ყველაფერს მოუყვება, გიორგი შერმადინი – ესპანური კალათბურთის შესახებ, ხოლო დუდა სანაძე – ბერძნულის. რაც შეეხება ცუდ ამბავს, საქართველოს ნაკრები ჯგუფში იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა, ეს გუნდები მუდმივად მედლებისთვის იბრძვიან. ამაზე უიღბლო წილისყრა საქართველოსთვის ძნელი წარმოსადგენი იყო“, – წერია ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე C ჯგუფში ესპანეთთან, საბერძნეთთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და კვიპროსთან ერთად ითამაშებს.
ფიბა-ს რეიტინგში ამ ნაკრებებიდან ყველაზე ზევით საბერძნეთია, მეხუთე ადგილზე. ესპანეთი მეშვიდეა, იტალია მე-11, ბოსნია და ჰერცეგოვინა – მე-14, ხოლო ჯგუფის მასპინძელი კვიპროსი ბოლო, 24-ე ადგილს იკავებს.
ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება, ფინალური მატჩი კი 14 სექტემბერს ლატვიაშია დაგეგმილი. პლეი ოფში მოხვედრისთვის საქართველოს ეროვნული გუნდი ექვსგუნდიან ჯგუფში მინიმუმ მეოთხე ადგილზე უნდა გავიდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.