TV პირველი: “იმედი” ჩვენს შესახებ ავრცელებს ტყუილს! – განცხადება

31
ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ტვ პირველი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას “ტვ პირველის” შესახებ. დღეს, 16 აპრილს საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში”, გადმოცემული ინფორმაცია, რომ თითქოს “ტვ პირველს”, “ქართული ოცნების” მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაავალა ვინმე ბლაჟევიჩმა, არის ტყუილი, დეზინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ეფუძნება არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული მასალის მომზადების პროცესში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, არ დაუკავშირდა ტელეკომპანია „პირველს“ საპასუხო კომენტარის მისაღებად, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.
ტელეკომპანია „პირველი“ მოითხოვს:
დაუყოვნებლივ შეწყდეს დეზინფორმაციის გავრცელება;
მკაფიოდ და სრულად გაშუქდეს ჩვენი არხის ოფიციალური პოზიცია ტელეიმედის საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც გადაიცა ყალბი ინფორმაცია.
მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება. ვაცხადებთ, რომ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მცდელობას, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიშა მშვილდაძე: იმ სიმდაბლეთა რეესტრში, რაც ოცნებას დაუგროვდა, ერთ-ერთი განსაკუთრებულია ხვიჩა კვარაცხელიას დასაკუთრებისა და მისი ავტორიტეტით ადამიანების ბულინგის მცდელობა – ქოცი ვინც არაა, ხვიჩას არ გულშემატკივრობთ, მარტო ქოცები ვგულშემატკივრობთ

ლევან სანიკიძე: რეზოლუციები ფარატინად არ დარჩება. რამდენიც არ უნდა იძახონ „ჩალის ფასი აქვს“… მათი მთავარი ფალავანი ვინც არის – თეა წულუკიანი გაგზავნეს, რომ რამენაირად ეშველა, თუმცა ვერ უშველა