ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Trendyol-მა თავისი პირველი Pop-up მაღაზია საუდის არაბეთში გახსნა

თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ელექტრონული კომერციის პლატფორმა Trendyol-მა პირველი Pop-up მაღაზია, საუდის არაბეთის დედაქალაქ, რიადში გახსნა.

Pop-up მაღაზია რიადში, Al Nakheel Mall-ში მყიდველებს 3 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. Pop-up მაღაზიები მოკლევადიანი გაყიდვების ადგილებია.

მყიდველები მაღაზიაში პროდუქციის ონლაინ შეძენასQR კოდების სკანირებით შეძლებენ, რომელიც Trendyol-ის კოლექციიდან 150 ნივთს მოიცავს.

Trendyol-ის მიზანია, 2024 წლის ბოლომდე რეგიონში 6 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდეს.

ცნობისთვის, ონლაინ სავაჭრო გიგანტი აფართოებს თავის საქმიანობას საზღვარგარეთ, მათ შორის გერმანიაში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.