ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრავმის გამო ჯეიკ სალივანის საუდის არაბეთში ვიზიტი გადაიდო

ტრავმის გამო ჯეიკ სალივანის საუდის არაბეთში ვიზიტი გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ავრცელებს.
ჯონ კირბის ცნობით, მიმდინარე კვირაში თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი საუდის არაბეთში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა მისი ვიზიტი გადაიდო, რადგან ნეკნის ტრავმამ მის მოგზაურობის უნარზე იმოქმედა.
„ტრავმის მიზეზი უმნიშვნელო შემთხვევა იყო და მისი გამომწვევი მიზეზი არავინ არ ყოფილა“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ჯეიკ სალივანი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს ძალიან მალე დაუბრუნდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.