არქივი7 აპრილი, 2024, 17:10
TikTok-მა ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში გადაღებული 3.1 მილიონზე მეტი ვიდეოკონტენტი წაშალა
სოციალურმა პლატფორმა TikTok-მა ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში გადაღებული 3.1 მილიონზე მეტი ვიდეოკონტენტი წაშალა და 140 000 პირდაპირი ჩართვა შეაჩერა. ამის შესახებ ისრაელში აპლიკაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
სპიკერის თქმით, წაშლილ ვიდეოებს შორის „ჰამასის“ მხარდამჭერი, სიძულვილის ენის გამაღვივებელი, ძალადობრივი და დეზინფორმაციული კონტენტი მოხვდა.
მისივე შეფასებით, 3,1 მილიონი ვიდეო 78,3 მილიონამდე ვიდეოკონტენტის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც 7 ოქტომბრიდან 31 მარტამდე პერიოდში საზოგადოებრივი წესების დარღვევის გამო პლატფორმიდან გლობალურად წაიშალა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.