ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთი ღაზაში ომის შეწყვეტამდე ისრაელში ექსპორტს კრძალავს

თურქეთი ღაზის სექტორში ომის შეწყვეტამდე ისრაელში ექსპორტს კრძალავს. თურქეთმა სანქციები დააწესა ისრაელში 54 სხვადასხვა კატეგორიის საექსპორტო საქონელზე. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა გაავრცელა.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, თურქეთის მთავრობამ ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ისრაელმა თურქეთს ღაზაში საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების შეკვრების ჩამოყრა აუკრძალა.
როგორც ცნობილია, თურქეთის შეზღუდვა ისრაელში ექსპორტზე ასევე შეეხება რკინისა და სპილენძის და სამშენებლო პროდუქტებს. თურქეთი ჰამასს ისრაელის წინააღმდეგ ომში ღიად უჭერს მხარს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.