TI: მესტიის მუნიციპალიტეტის მერი დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და ანაზღაურებას მალავს
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში 7 უძრავ ქონებასა და ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს არ უთითებს.
ორგანიზაციის ცნობით, ჟორჟოლიანს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს:
· 1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება
· 57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე რომელსაც მეუღლესთან ერთად ფლობს
· 11,856 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში - თანასაკუთრება
· 8,536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - თანასაკუთრება
· 11,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება
· 3,203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება
· 357 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.