ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგია გაბელაია აბაშის მოსახლეობას შეხვდნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგენლებს და სოფლების რწმუნებულებს შეხვდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ.
სამსახურის წარმომადგენელმა, დიმიტრი ტორაძემ სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, ქალთა უფლებების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების და ტრეფიკინგის საკითხებზე. ასევე ფოთის იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა, ნათია ბოჯგუამ ადგილობრივებს ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
შეხვედრა მოსახლეობის აქტიური ჩრთულობით გაიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.