ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Wall Street Journal - აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს

The Wall Street Journal - აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს

აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსულმა მხარემ აშშ-სა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, ქსენია კარელინა გაათავისუფლა, რომელიც შარშან რუსეთში დამნაშავედ ცნეს აშშ-ში დაფუძნებულ უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 100 დოლარზე ნაკლების გადარიცხვისთვის და სახელმწიფო ღალატისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სანაცვლოდ, აშშ-მა გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, არტურ პეტროვი გაათავისუფლა, რომელიც აშშ-ს მოთხოვნით 2023 წელს კვიპროსზე დააკავეს რუსეთში მიკროელექტრონული მოწყობილობების უკანონო ექსპორტის ბრალდებით.
გამოცემას აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში განუცხადეს, რომ გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსანთან CIA-ს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა აწარმოა.
„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთში უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი ამერიკელი სახლში დააბრუნა“, - განაცხადა რეტკლიფმა.
გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში მოხდა და CIA-ს დირექტორი ქსენია კარელინას აეროპორტში პირადად შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.