აშშ გეგმავს სატარიფო მოლაპარაკებების გამოყენებას ჩინეთის იზოლაციისთვის - The Wall Street Journal

აშშ გეგმავს სატარიფო მოლაპარაკებების გამოყენებას ჩინეთის იზოლაციისთვის, – ამის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ (The Wall Street Journal) იუწყება.
გამოცემა ანონიმურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს მიმდინარე სატარიფო მოლაპარაკებების გამოყენებას, რათა ზეწოლა მოახდინოს აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებზე ჩინეთთან მათი ურთიერთობების შეზღუდვის მიზნით.
ანგარიშის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები აპირებენ 70-ზე მეტ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გამოყენებას, რათა მოსთხოვონ მათ, აღკვეთონ ჩინური კომპანიების განთავსება თავიანთ ტერიტორიებზე აშშ-ის ტარიფების თავიდან ასაცილებლად.
1tv.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.