The Times of Israel – „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა

„ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგად, 16 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის გამო დღეს დილით განგაშის ხმა მთელ ცენტრალურ ისრაელში ისმოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
„ჰუსიტების“ ოფიციალური პირის, ჰეზამ ალ-ასადის განცხადებით, „ისრაელის თავდაცვის სისტემების წარუმატებლობა ნიშნავს, რომ სიონისტური მტრის გული დაცული აღარ არის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში