არქივი25 დეკემბერი, 2024, 09:07
იემენიდან ისრაელისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლა მოუწიათ, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გასროლილი რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლამდე მოიგერიეს.
The Times of Israel-ი წერს, რომ „ჰუსიტები“ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტას ზედიზედ მეორე ღამეა უშვებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.