არქივი3 მარტი, 2025, 12:51
The Times of Israel - ჰაიფაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ორმა ტერორისტმა განახორციელა - ერთმა მათგანმა ცეცხლი გახსნა, მეორემ კი გამვლელები ცივი იარაღით დაჭრა.
The Times of Israel-ის ცნობით, ორივე თავდამსხმელი ადგილზე „გაანეიტრალეს“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.