ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა

3 მარტს დილით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში თავდასხმა მოხდა ავტობუსის გაჩერების მახლობლად. მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა მინიმუმ ოთხი. ამის შესახებ Times of Israel და Haaretz იტყობინებიან.
დაღუპულია 70 წლის მამაკაცი. დაჭრილთა შორის არიან ერთი მოზარდი, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამი მათგანის ჭრილობები სერიოზულია, წერს Times of Israel ექიმებზე დაყრდნობით.
როგორც პოლიცია იტყობინება, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“. ასევე იტყობინებიან, რომ ბოროტმოქმედი შეიძლება ორი იყო, ერთი დანით, მეორე - ცეცხლსასროლი იარაღით.
პოლიციაში ინციდენტს ტერორისტული თავდასხმა უწოდეს და განაცხადეს, რომ მიმდინარეობს თავდამსხმელის ვინაობის დადგენა. ცნობილია, რომ ის ისრაელის მოქალაქე იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.