ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ

მედია - ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ

ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, სავარაუდოდ, მომდევნო 36 საათის განმავლობაში განაცხადებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
ასევე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
„ახლოს ვართ. დისკუსიები კონსტრუქციული იყო და მოვლენები პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, მაგრამ არაფერია შეთანხმებული, სანამ შეთანხმება ყველაფრის შესახებ არ მოხდება. მოლაპარაკებები გრძელდება“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.