ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The New York Times - შესაძლოა, ირანის დელეგაცია პაკისტანში სამშაბათს ჩავიდეს

The New York Times - შესაძლოა, ირანის დელეგაცია პაკისტანში სამშაბათს ჩავიდეს

შესაძლოა, ირანის დელეგაცია პაკისტანში სამშაბათს ჩავიდეს, - ინფორმაციას The New York Times-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის მიზნით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამგზავრებას ხვალ, სამშაბათს გეგმავს.

ასევე, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პაკისტანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ჩავა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაცია ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანში უკვე გაფრინდა, თუმცა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ვაშინგტონი ჯერჯერობით არ დაუტოვებია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.