ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The New York Times-ი აჭარულ ხაჭაპურზე წერს

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ საქართველოში ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ აჭარული მათ შორის ყველაზე ცნობილია.
„ამ ხაჭაპურის მოსამზადებლად ტრადიციულად იმერული ყველი და სულგუნი გამოიყენება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველის ამერიკაში ყიდვა არც თუ ისე მარტივია, მსურველებს სთავაზობს ისინი მოცარელით, ფეტით და თხის ყველით შეცვალონ“, - წერს გამოცემა.
6-პუნქტიან რეცეპტში დეტალურადაა აღწერილი აჭარულის მომზადების წესი. ეს იმ რეცეპტის ადაპტაციაა, რომელიც კარლა კაპალბოს 2018 წელს გამოცემულ წიგნში „ქართული ხაჭაპური და შიგთავსიანი პურები“ გამოქვეყნდა. ავტორი წერს, რომ აჭარული ხაჭაპურის მომზადებას 45 წუთი სჭირდება. მზა ხაჭაპურში, რომელსაც ნავის ფორმა აქვს გატეხილი კვერცხი და ცოტა ცივი კარაქის ნატეხი უნდა მოათავსოთ, ყველის შიგთავსში შეურიოთ და ისე მიირთვათ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.