ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა - The New York Times

ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის მიღებაში დაეხმარა და ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი გაყინული აქტივი, რომელიც გაერო-ს სანქციების ქვეშ იყო, განბლოკა.
რუსეთის მთავრობამ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს რუსულ ბანკებში გაყინული ჩრდილოეთ კორეის 9 მლნ-ის განბლოკვის საშუალება მისცა.
The New York Times-ს წერს, რომ მოსკოვმა ფხენიანს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება მისცა.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარი „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკს“ ეხება, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 2015 წელს დაარსდა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტში შეიყვანა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.