The kyiv Independent: 2019 წელს რუსეთმა აშშ-ს უკრაინის ვენესუელაში „გაცვლა“ შესთავაზა

2019 წელს რუსეთმა აშშ-ს უკრაინის ვენესუელაში „გაცვლა“ შესთავაზა – ინფორმაციას The kyiv Independent ავრცელებს და წერს, რომ
🔴 აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთსა და ევროპაში, ფიონა ჰილმა განაცხადა, რომ 2019 წელს რუსმა ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონს არაფორმალურად წარუდგინეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებს ვენესუელაში მოქმედების თავისუფლება ექნებოდა, ხოლო მოსკოვს მიეცემოდა უფლება უკრაინაში „რაც უნდოდა“ ის ეკეთებინა. ჰილის თქმით, შეთავაზებები არაოფიციალურია, მაგრამ გზავნილი მკაფიო და ნათელი იყო: „თქვენ გაქვთ თქვენი მონროს დოქტრინა. გსურთ, რომ თქვენი „ეზოდან“ გამოვიდეთ. ჩვენ გვაქვს ამის ჩვენი ვერსია – თქვენ ჩვენს „ეზოში“ ხართ უკრაინაში“. ჰილის თქმით, ის სპეციალურად გაგზავნეს მოსკოვში, რათა მტკიცედ უარეყო ეს იდეა და ნათლად განეცხადებინა, რომ უკრაინა არ არის ვაჭრობის საგანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია