პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Guardian - დღეს გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

The Guardian - დღეს გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

დღეს გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საპარლამენტო არჩევნების წინ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა, რომ გრენლანდიელებმა „გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევანი უნდა გააკეთონ“.
„ის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ძალიან მაწუხებს. არის მსოფლიო წესრიგი, რომელიც ბევრ ფრონტზე იშლება და ასევე, არის პრეზიდენტი აშშ-ში, რომელიც არაპროგნოზირებადია და ეს ადამიანებს დაუცველობას აგრძნობინებს“, - განაცხადა ეგედემ.
ამასთან, ეგედეს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გრენლანდიელების მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს.
„ჩვენ პატივისცემით მოპყრობას ვიმსახურებთ და ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, ეს არ გაუკეთებია“, - აღნიშნა გრენლანდიის პრემიერმა.
გრენლანდიის პარლამენტი 31 ადგილისგან შედგება და უმრავლესობის მოსაპოვებლად 16 მანდატია საჭირო.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. გასულ კვირას კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი „გრენლანდიელი ხალხის უფლებას, თავიანთი მომავალი თავად განსაზღვრონ“, მხარს უჭერს, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.