გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

გრენლანდიის მოქალაქეებმა 11 მარტს ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები აირჩიეს. არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან თეთრ სახლში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წიაღისეულით მდიდარი კუნძულით დაინტერესება გამოხატა და თქვა, რომ ის ამერიკის ტერიტორია უნდა იყოს. მან კუნძული ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად გამოაცხადა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგები სავარაუდოდ ოთხშაბათს, 12 მარტს გამოცხადება. მანამდე წინასწარი შედეგების ან ეგზიტპოლების გამოცხადებას არ ელოდებიან.
გრენლანდია დანიის ნახევრადავტონომიური ტერიტორიაა, რომლის მოსახლეობაც 57 ათასს აღწევს. ის არქტიკაში გეოპოლიტიკური ინტერესების ცენტრშია, რადგან ყინულის საფარის დნობასთან ერთად, მისი ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავება უფრო და უფრო ადვილდება და ეს ფაქტი ახალი საზღვაო მარშრუტების შესაძლებლობასაც აჩენს. რეგიონში ბოლო დროს სამხედრო ქმედებები რუსეთმაც და ჩინეთმაც გაააქტიურა.
გრენლანდია 1953 წლიდან დანიის ტერიტორიაა, ის სიდიდით ტეხასის შტატს სამჯერ აღემატება. ავტონომია მან 1979 წელს მოპიოვა, როცა მისი პირველი პარლამენტი ჩამოყალიბდა, თუმცა მის საგარეო პოლიტიკას, თავდაცვისა და ფინანსურ საკითხებს კვლავ კოპენჰაგენი აკონტროლებს და გრენლანდიის ეკონომიკაში წელიწადში 1 მილიარდ დოლარს დებს. დონალდ ტრამპის მიერ კუნძულთან დაკავშირებული სტატუს კვოს შესახებ საუბარმა ბევრი კითხვა გააჩინა და მისი დამოუკიდებლობაც საარჩევნო კამპანიის ყურადღების ცენტრში მოაქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?