არქივი27 ივნისი 2025, 15:40
Tesla-ს საკვანძო ტოპ–მენეჯერმა კომპანია დატოვა

Tesla-ს საკვანძო ტოპ–მენეჯერმა კომპანია დატოვა
Tesla-ს ტოპ-მენეჯერმა ომიდ აფშარმა, რომელიც ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობას იკავებდა, კომპანია დატოვა, - წერს გაზეთი Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
აფშარი პასუხისმგებელი იყო Tesla-ს გაყიდვებზე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ამ თანამდებობაზე, ის გასულ წელს დაინიშნა.
წყაროების ცნობით, კომპანია Tesla-ს ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ადამიანური რესურსების დირექტორმა ჯენა ფერუამაც დატოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.