ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველაზე რევოლუციური კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ამერიკული Anduril-ია - CNBC-ის რეიტინგი

ყველაზე რევოლუციური კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ამერიკული Anduril-ია - CNBC-ის რეიტინგი

2025 წლის 5 ყველაზე რევოლუციური კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, CNBC-მ გამოაქვეყენა. ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, ჩამონათვალში შედის კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავენ, რადგან ისინი ხელოვნური ინტელექტის მომავალს ქმნიან.
ყველაზე რევოლუციური კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ამერიკული Anduril-ია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დრონებს ქმნის, მეორეზე კი ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ა.
CNBC-ის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 5 წამყვანი კომპანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შემდეგია:
Anduril - $31 მლრდ (ქმნის და ტესტავს დრონებს აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის)
OpenAI - $300 მლრდ (ChatGPT-ის, DALL·E 3-ისა და Sora-ს შემქმნელი)
Databricks - $62 მლრდ (აწყობს და აანალიზებს მონაცემებს ღრუბლოვან სისტემაში)
Anthropic - $62 მლრდ (ქმნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ AI-ს, როგორიცაა Claude)
Canva - $32 მლრდ (იძლევა ყოველდღიურად მილიონობით დიზაინის შექმნის შესაძლებლობას)

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.