არქივი30 მაისი, 2025, 09:38
Telegram-მა 1.7 მილიარდი დოლარის კონვერტირებადი ობლიგაციები განათავსა

Telegram-მა 1.7 მილიარდი დოლარის ხუთწლიანი კონვერტირებადი ობლიგაციები განათავსა, – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კომპანია ამ თანხებიდან 955 მილიონ დოლარს ვალების დასაფარად გამოიყენებს, რომელთა დაფარვის ვადაა 2026 წელი.
სააგენტოს ცნობით, ობლიგაციები განთავსდა 9%-იანი კუპონის განაკვეთით, რაც 200 საბაზისო პუნქტით მეტია 2021 წელს გაყიდული ობლიგაციების წინა ემისიის განაკვეთზე. მაშინ განთავსების მოცულობამ 2.35 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ვრცლად interfax–ზე
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.