ტრამპის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია 3 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენას გეგმავს - Financial Times

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახის მედია კომპანია, Trump Media & Technology Group, გეგმავს 2 მილიარდი დოლარის ახალი კაპიტალის მოზიდვას და კიდევ 1 მილიარდი დოლარის კონვერტირებადი ობლიგაციების მოზიდვას. ამის შესახებ Financial Times (FT) იტყობინება.
სახსრების მოზიდვის შესახებ შესაძლოა გამოცხადდეს ამ კვირაში ლას-ვეგასში დაგეგმილ კრიპტო ინვესტორთა მნიშვნელოვან შეხვედრამდე.
„Trump Media & Technology Group (TMTG, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახი აკონტროლებს და მისი სოციალური ქსელის Truth Social-ის უკან დგას) გეგმავს 2 მილიარდი დოლარის ახალი კაპიტალის და 1 მილიარდი დოლარის კონვერტირებადი ობლიგაციების მოზიდვას. კომპანიას 3 მილიარდი დოლარი დასჭირდება კრიპტოვალუტების, მაგალითად ბიტკოინის, შესაძენად. ინდუსტრია კრიპტოვალუტით გარიგებების ტალღას ელის“, - იუწყება FT.
გაზეთის ცნობით, TMTG-მ შესაძლოა კაპიტალის მოზიდვის შესახებ მაისის ბოლო კვირაში ლას-ვეგასში დაგეგმილ კრიპტო ინვესტორთა მთავარ შეხვედრამდე გამოაცხადოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.