ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TBC ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებული გუგა გოცირიძეა | ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თბს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძე, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ბანკი დაკეტილია. სამართალდამცავები, სავარაუდოდ, იმ თანამშრომლებს კითხავენ, რომლებიც მომხდარის დროს ფილიალში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, რომ ბრალდებული ბანკიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.
კაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.