Taurus-ის რაკეტებზე საუბრის გაჟონვის მიუხედავად, გერმანიასა და მოკავშირეებს შორის ნდობა მაღალია – შოლცი
Taurus-ის რაკეტების შესახებ საუბრის გაჟონვის მიუხედავად, გერმანიას მოკავშირეები კვლავ ენდობიან, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„მტკიცედ მჯერა, რომ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და მეგობრებს შორის ნდობა იმდენად დიდია, რომ მომხდარი გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ოფიცრების საუბრის გაჟონვის შესახებ ოლაფ შოლცი 13 მარტს ბუნდესთაგში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, რუსულმა მედიამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც გერმანელი ოფიცრები უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ საუბრობენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.