ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის Taurus-ისა და Storm Shadow-ის რაკეტების გაცვლის იდეა უარყო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის Taurus-ისა და Storm Shadow-ის რაკეტების გაცვლის იდეა უარყო.
„მე ჩემი აზრი ცალსახად დავაფიქსირე. ჩემი, როგორც კანცლერის, როგორც მთავრობის მეთაურის ამოცანაა, რომ ზუსტი ვიყო და რაიმე სახის ცრუ მოლოდინები არ შევქმნა. ჩემი პასუხები საკმაოდ ნათელია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევისთვის იარაღის სისტემის გადაცემა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების ყოფნას მოითხოვს და შიშობს, რომ ეს გერმანიის ომში ჩათრევას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა გერმანულ მხარეს შესთავაზა, რომ ბერლინმა დიდ ბრიტანეთს Taurus-ის რაკეტები მიაწოდოს, სანაცვლოდ კი, ლონდონი უკრაინას Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.