არქივი22 მარტი, 2024, 20:23
"ეფესბე" მოსკოვის ცენტრში მომხდარს ტერაქტად აფასებს - ოფიციალური მონაცემებით, საკონცერტო დარბაზში სროლის და ხანძრის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული, 100-ზე მეტი დაშავდა
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, FSB-ს ინფორმაციით, მოსკოვში საკონცერტო დარბაზში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა.
რუსეთის უშიშროებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა და განაცხადა, რომ დაზარალებულების მიმართ ყველა შესაძლო ღონისძიება მიიღება.
განცხადების თანახმად, სპეცსამსახურები აქტიურ სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.
ინფორმაციისთვის, მოსკოვის ცენტრში, "კროკუს სითი ჰოლში" ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.