ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Spotify-მ 2025 წელს მუსიკალურ ინდუსტრიას $11 მილიარდზე მეტი გადაუხადა (forbs.ge)

Spotify-მ 2025 წელს მუსიკალურ ინდუსტრიას $11 მილიარდზე მეტი გადაუხადა (forbs.ge)

სტრიმინგსერვისების პლატფორმა Spotify-მ გასულ წელს ლეიბლებსა და არტისტებს კომპანიისა და ინდუსტრიისთვის რეკორდული თანხა, $11 მილიარდი გადაუხადა. შედეგად, პლატფორმის გაშვების დღიდან Spotify-ის მიერ მუსიკალური ინდუსტრიისთვის გადახდილმა ჯამურმა თანხამ $70 მილიარდს მიაღწია.
Spotify-ის ცნობით, 2024 წელთან შედარებით გადახდები 10%-ითაა გაზრდილი, რაც სხვა მუსიკალური სერვისების მიერ დაფიქსირებულ დაახლოებით 4%-იან მატებას აღემატება. 2025 წლის გადახდებიდან დამოუკიდებელი არტისტებისა და ლეიბლების წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. სტრიმინგპლატფორმის განცხადებით, ზოგიერთი არტისტი ამჟამად მხოლოდ Spotify-დან ყოველწლიურად $100,000-ზე მეტს გამოიმუშავებს.
შედარებისთვის, YouTube Music-მა 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისამდე პერიოდში მუსიკალურ ინდუსტრიას $8 მილიარდზე მეტი გადაუხადა.
Spotify-ს ყოველთვიურად 713 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Spotify-ის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელის, ჩარლი ჰელმანის განცხადებით, მომხმარებელთა გამოწერებიდან შემოსული თანხის დაახლოებით 70% მუსიკალურ კომპანიებსა და არტისტებზე ნაწილდება, შემოსავლების მატებასთან ერთად კი გადახდების მოცულობაც გაიზარდა.
ცნობისთვის, Spotify-ზე გამომუშავებულ თანხას არტისტები და სიმღერების ავტორები კონტენტზე საავტორო უფლებების მქონე კომპანიების გავლით იღებენ, რომლებიც თანხას ინდივიდუალური კონტრაქტების შესაბამისად ანაწილებენ.
ჰონორარი გენერირდება ყოველთვის, როდესაც კონკრეტულ სიმღერას პრემიუმ-გამოწერის მქონე მომხმარებელი ან ის პირი უსმენს, რომელიც რეკლამების განთავსებაზე თანხმობას აცხადებს. ამის მიუხედავად, მიღებული თანხა ნაწილდება არა თითო სტრიმინგზე ფიქსირებული ტარიფით, არამედ თვის განმავლობაში სტრიმინგების მთლიანი რაოდენობის პროპორციულად.
forbes.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.