2025 წელს დაზღვეულია 16 300 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი – სოფლის განვითარების სააგენტო

2025 წელს დაზღვეულია 16 300 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი. სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 19.7 მლნ ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 13.8 მლნ ლარია.
“სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი”-აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, 2014-2025 წლებში დაზღვეულია 188 400 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი. ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 155.5 მლნ ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 105.2 მლნ ლარია.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და მისი პირობები პერიოდულად იცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს