ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

SOVLAB-ის მკვლევარს რამდენიმე პირი თავს დაესხა

SOVLAB-ის მკვლევარს რამდენიმე პირი თავს დაესხა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევას ბადრი ოყუჯავას თავს დაესხნენ.
შემთხვევა ორგანიზაციის ოფისთან მოხდა. როგორც ოყუჯავა ამბობს, მას რამდენიმე პირმა სცემა და პულვერიზატორებიდან საღებავი შეასხეს.
"სამსახურში მოვდიოდი, რუსთაველის მეტროდან გამოვედი, მაჭავარიანის ქუჩაა აქ, ამ ქუჩაზე ვიღაც ტიპმა დამიძახა ბიჭო გაჩერდიო. გავჩერდი და შენ აქ რატო ღებავ კედლებსო და რა კედლებს ვღებავ, ნორმალური თუ ხარ-მეთქი, ვინ ხარ, რა გინდა, სამსახურში მივდივარ, გამიშვი-მეთქი. რა სამსახურში მიდიხარო, დარეკეთ ბიჭოო, ეს ის არიო... დარეკეს ვიღაცებთან, ქალები გამოვარდნენ, ერთი სამი კაცი იყო იქამდე, შემდეგ მოვიდა მანქანა, ერთი ხუთი კაცი გადმოვიდა, ქართული ოცნების ამომრჩევლები იყვნენ, ცხადია. გააძრეს ეს პულვერიზატორები, მცემეს, მირტყეს", - თქვა ოყუჯავამ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში.
როგორც იგი ამბობს, კარგად არის და დაზიანებები არ აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.